ტური – გუდაური, ანანური, ყაზბეგი
ტურის ფარგლებში მოინახულებთ ფეოდალური ეპოქის ციხესიმაგრე ანანურს. დაბა ანანური XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო–რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით ქალაქად არის ქცეული.
 
5 დღიანი ტური – თბილისი, სვანეთი
აღნიშნული ტური თბილისის ძველი და ახალი ნაწილის მონახულებასა და დაარსების ისტორიის გაცნობას გულისხმობს. თბილისიდან გაემგზავრებით სვანეთში, ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილას, რომელიც ცნობილია თავისი არქიტექტურული განძითა და ფერწერული პეიზაჟით.
 
ერთდღიანი ტური - „თბილისი და მცხეთა“
ტურის აღწერილობა: აღნიშნული ტური გაგაცნობთ საქართველოს ორ დედაქალაქს, თბილისსა და მცხეთას, თავისი ისტორიული მონუმენტებითა და ღირსშესანიშნაობებით. ტურის განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, მოინახულოთ ძველი თბილისი, ნარიყალას ციხესიმაგრე და ქალაქი მცხეთა (იუნესკოს სიაში შეყვანილი ქალაქი).
 
დაუვიწყარი ტური ღვინის დაგემოვნებით
ტური მოიცავს ექსკურსიებს საქართველოს დედაქალაქის ძველ და ახალ ნაწილებში, ასევე საქართველოს კუთხე კახეთის მონახულებას, რომელსაც ღვინის სამშობლოს უწოდებენ. ეწვევით ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ილია ჭავჭავაძის, მუზეუმს ყვარელში.
 
ერთდღიანი ტური – „ერთი საათი თბილისში“
ტურის აღწერილობა: მოკლე, მაგრამ ძალიან ინტერაქტიური ტური. დაათვალიერებთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებსა და ისტორიულ მონუმენტებს. გექნებათ შესაძლებლობა ფეხით მოიაროთ ძველი თბილისი და ნარიყალას ციხესიმაგრე.